ზურაბ აბაშიძე – ყველა პარამეტრით ჩანს, რომ შემოდგომა კიდევ უფრო მძიმე იქნება

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

საზოგადოებას დავპირდით, რომ ყოველი წელი უკეთესი იქნებოდა და სამწუხაროდ, არის რეალობა, რომ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა სესიაზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კოალიციაში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა დაპირებებში ერთიანი და სოლიდარული იყო.
“არ შემიძლია საუბარი იპოთეკით დაზარალებული ადამიანებით არ დავიწყო, რადგან ყოველი ჩვენი პარლამენტში შემოსვლა ამ ადამიანებთან საუბრით იწყება. მესამე წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია. ჩვენ, იპოთეკით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას და არსებული ვითარების გამოსწორებას ვპირდებოდით. როცა წინასაარჩევნოდ დავდიოთ, მართლა გულწფელად მჯეროდა, რომ არამარტო პენსიები გაიზრდებოდა, არამედ ბანკების საპროცენტო განაკვეთები დაიწევდა, იპოთეკართა პრობლემა მოგვარდებოდა. დღეს პრობლემები კი არ გადაწყდა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. თუ გასულ წელს პენსია დოლარებში 90 დოლარი იყო, დღეს – ერთი წლის მერე, როცა გვეგონა, რომ ცხოვრება უკეთესი უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რომ პენსია 65 დოლარამდე დავიდა. ბიუჯეტი მცირდება და თითოეულ სამინისტროს ათობით მილიონი ლარი აკლდება, საუბარია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ დაიწევდა და განახევრდებოდა ენერგო ტარიფები”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ როგგარეშე სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ყველა პარამეტრით ჩანს, რომ შემოდგომა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ხოლო არ ჩანს გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება.
“მთავრობა სერიოზული პრობლემების წინაშეა”, – აღნიშნა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორისა და ადვოკატის ცნობით, კორტების საქმეზე ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ხელმძღვანელთა მამხილებელი ჩვენება მისცეს
შემდეგი სტატიაგოგი ქავთარაძე – რას გვახვეწნინებენ ამ ნატო-ში შესვლას?!