ზურაბ აბაშიძე: მმართველი გუნდი ფიქრობს მხოლოდ ივანიშვილს მოაწონოს თავი

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

“მმართველი გუნდი ფიქრობს მხოლოდ ივანიშვილს მოაწონოს თავი” – ასე აფასებენ თავისუფალ დემოკრატებში პრეზიდენტის მიერ გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ გამოთქმულ ინიციატივაზე უმრავლესობის მიერ გაკეთებულ შეფასებებს. განცხადება ამ თემაზე ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

„ძალიან კარგი იქნება, პრეზიდენტს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს სიტყვით გამოსვლისა, მაგრამ ამაზე რამდენად ფიქრობს დღეს ხელისუფლება და ქართული ოცნება ვერ გეტყვით. არ მგონია ეს საკითხი მათთვის ასე მარტივად გადასაჭრელი იყოს იმიტომ, რომ მუდმივად კონკურენციის რეჟიმში ცდილობენ ყოფნას და ცდილობენ არა საზოგადოებას და ხალხს ელაპარაკონ, არამედ ელაპარაკონ მხოლოდ ერთ პიროვნებას – ბიძინა ივანიშვილს და მას მოაწონონ თავი“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ხელისუფლება რომელიც ხალხზე არ ფიქრობს მალე დასრულდება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3245 ლარი გახდა