ზურაბ აბაშიძე კარასინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რატიფიკაციის პროცესში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად კარასინის დანიშვნასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატში ცვლილება არ იგეგმება, რადგან ეს არაფორმალური დიალოგია.

“კარასინი კურირებას უწევს დსთ-ს ქვეყნებთან, და ე.წ. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. პრეზიდეტის დავალებით იგი წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდ, ასე იყო გასულ წელსაც, როდესაც მოხდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება, ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, უკანონო დოკუმენტები.

ჩვენ პრაღაში რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ეს არ არის ოფიციალური კონსულტაციები, დღემდე ვაწარმოებთ არაფორმალურ დიალოგს, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, დასავლელი პარტნიორების აზრია, რჩევაა, რომ ეს არაფორმალური დიალოგი გავაგრძელოთ,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიული მოძრაობა თელავში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიათურქ კონოვარსკვლავებს ნარკოტიკების გამო ბრალი წაუყენეს