ზურაბ აბაშიძე ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებით დაინტერესდა

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა, “გაზპრომთან” გააქტიურებული ურთიერთობები რამდენად უკავშირდება “ქვეყნის ფორმალური მმართველის” ბიზნესინტერესებს აღნიშნულ კომპანიაში.
შესაბამისი კითხვით აბაშიძემ ფრაქციის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ილია ელოშვილს მიმართა. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გაზპრომი” მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
აბაშიძემ ელოშვილს მიმართა კითხვით, თუ რა ურთიერთობები ყალიბდება “გაზპრომთან”. როგორც დეპუტატის პასუხად მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქვეყანამ ენერგოდივერსიფიცირება უნდა სცადოს და ჰქონდეს გაზის მიღების რაც შეიძლება მეტი წყარო. ამ კონტექსტში ელოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზამთრის პერიოდში დამოკიდებულია “ინტერრაოზე”.
“ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც ურთიერთობას კომპანიასთან და არა როგორც რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ თემას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძის პასუხად ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაფფასიანი, არაპროფესიონალურად დადგმული მინი სპეკტაკლი
შემდეგი სტატიაეშტონ კარტერს საკმარისი მტკიცებულებები აქვს რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით