ზურაბ აბაშიძე – ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

 

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაითვალოსწინოს, თუ რაზე მიდის იმ ცვლილებით, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
“ჩვენთვის არ იქნება სიახლე, თუ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოვისმინეთ მისი ეკონომიკური მრჩევლის განცხადება. მას, პრაქტიკულად, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” მას ვიზიარებდით. ძალიან კარგია, თუ პრეზიდენტიდან წამოვა კონკრეტული შენიშვნები, რათა რაც მიიღო ერთხელ უმრავლესობამ, კიდევ ერთხელ ამ საკითხს დაუბრუნდეს პარლამენტი, თუკი დარჩა საღი აზრი უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეცდებით ჩვენ შენიშვნებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. პრინციპულად კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რაზე მიდის ხელისუფლება”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატია“იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი ჩემს ძმას შეიწყალებდა”