ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებსრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მისი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა.

“სანამ უმრავლესობიდან კოლეგებს გავცემდე პასუხს, მინდა ოპონენტებს გავცე პასუხი. ზიგიერთის კომპეტენტურობაში ადრეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ აჟიოტაჟი ატეხეს ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარზე იმის თაობაზე, რომ ჩვენ დღეს და ხვალ ნატო-ში ვერ გავწევრიანდებით, კიდევ უფრო უარესი შთაბეჭდილება შემექმნა. ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი არის ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ დღეს და ხვალ ეს ვერ მოხდება. სანამ მე ვიტყოდი ამას, ასეთი “სენსაციური” განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ, კანცლერმა მერკელმა. ნუთუ მათ ეს არ მოისმინეს და ნუთუ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ?! ვიმეორებ, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მაგრამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა ეს არ არის. რა დაინახეს აქ სენსაციური?! თუ რაღაც პრობლემა აქვთ, იკითხონ, მართლაც არის რაიმე ახალი იმაში, რასაც მე ვამბობ?!”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს რეალობაა და არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი განცხადება. “ჩვენ რეალური სურათი უნდა დავუხატოთ ჩვენს მოსახლეობასაც, მეზობლებსაც, დასავლელ პარტნიორებსაც. რეალობა კი გახლავთ ის, რომ ჩვენი სტარტეგიული ამოცანა არის ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება და ეს სხვებსაც აქვთ ნათქვამი. ჩვენ ამ რეალობის განმეორება არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა ავყვეთ ემოციებით იმას, რომ ოპონენტები ჩვენს დატერორებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად, საჭირო არ არის.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა
შემდეგი სტატია,, მშვიდობა არ იქნება,, – ვიდეო ოკუპირებული დებალცევოდან