ზუგდიდში მამაკაცს თავს დაესხნენ და 3 ათასი ლარი წაართვეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ზუგდიდში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომელი დააყაჩაღეს. როგორც კახა ბუკია თავად აცხადებს, საცხოვრებელი ბინის სადარბაზოი შესვლისას ნიღბიანი პირები დახვდნენ, რომელთაც თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაძარცვეს. დაზარალებულის თქმით, წაღებულია 4 ათას ლარზე მეტი. ბუკიას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვნაეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

ეზოში მყოფი მეზობლების თქმით მათ შენობაში შესული უცხო პირი არ დაუნახავთ, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი სახურავიდან შეიპარა და შემდეგ მიიმალა კორპუსიდან.> ბუკია რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 10 პირი თავისუფალია
შემდეგი სტატიალარმა გაუფასურება ისევ დაიწყო