ზუგდიდში თანამედროვე საავადმყოფო მხოლოდ აფხაზებისთვის შენდება თუ ქართველებისთვის?

sputnik-zugdidi-ruxiრუსული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკის,, ქართული ინტერნეტ-გვერდი ,,სპუტნიკ-ჯორჯია,, აცხადებს, რომ ,,ზუგდიდში აფხაზებისთვის სუპერთანამედროვე სამედიცინო ცენტრი შენდება,,

,,ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სუპერთანამედროვე სამედიცინო კლინიკა შენდება. სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, უშუალოდ ემიჯნება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დანარჩენ საქართველოსთან და ცნობილია იმით, რომ საბჭოთა პერიოდში აქ ყოველწლიურად ტარდებოდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის ფესტივალი.

მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი 220 კაცზეა გათვლილი. იგი აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში იმუშავებენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მუშაკები, მათ შორის ზუგდიდელები, რომელთაც აქვთ მუშაობის გამოცდილება აშშ-ს, გერმანიის, ისრაელის, იაპონიის, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის კლონიკებში. რუხის სამედიცინო ცენტრის მომავალი მუშაკები ეხლა გადამზადებას საზღვარგარეთის კლინიკებში გადიან.

იგეგმება, რომ აფხაზი მოსახლეობისათვის კლინიკაში მკურნალობა უფასო იქნება. ავადმყოფთა თანმხლები პირებისათვის სამედიცინო დაწესებულების გვერდით სამვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.

მშენებლობას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს და მისი საპროექტო ღირებულება 41 მილიონი ლარია. მშენებლობა გეგმის მიხედვით 2016 წელს უნდა დასრულდეს. სამედიცინო ცენტრი 600-მდე ადამიანს მოემსახურება,, აცხადებს გამოცემა.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ საავადმყოფოს დანიშნულებაზე ცოტათი განსხვავებული წარმოდგენა აქვთ თავად ზუგდიდელებს და სამეგრელოს მოსახლეობას… ისინი ამ სამედიცინო ცენტრს ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების,, წინასაარჩევნო დაპირებას უკავშირებენ, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2012 წელს ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე… და ამ საავადმყოფოს, ნორმალური სამკურნალო ცენტრისა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალის არ მქონე სამეგრელოს რეგიონისათვის, ერთადერთ ხსნად მიიჩნევენ.

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამ საავადმყოფოში მხოლოდ აფხაზები იმკურნალებენ და თან  უფასოდ… ხოლო დანარჩენი ქართული მოსახლეობისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი და ფასიანი გახდება, იქნება თუ არა ეს სამეგრელოს ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და ხელისუფლების მხრიდან ხალხის მოტყუება??

,,სპუტნიკში,, გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ სტატიას ზუგდიდის სამედიცინო ცენტრზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ეროვნების მოქალაქეთა უფასო მკურნალობის თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია…

nadaraia-1,,ასეთი სამედიცინო ცენტრები, რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ავაშენოთ და ავაშენებთ კიდეც… ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა დავძლიოთ ჩვენი ჩამორჩენა… ამისათვის კი, არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთელი ხალხიც უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი ყიდვა ასე იაფად უნდათ… ხოლო ის ვინც ვერ მიხვდება, მათ მიმართ ადეკვატური ზომები უნდა გატარდეს. მაგალითად ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, სამსახურში არ მიიღონ… მაშინაც კი, თუ შენ საქართველოში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ნებართვით იმყოფებოდი… ძალოვან სტრუქტურებში სამსახური დაივიწყე!,, აცხადებს ნადარაია, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უნდა გამკაცრდეს.

კიდევ ერთ კომენტარში გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, ქართველთა მიერ აფხაზების უფასო მკურნალობასა და თავად ქართველებისათვის ასეთი შესაძლებლობის არ ჰქონას აქილიკებს…

nadaraia-2,,პირადად მე ყოველ კვირეულად 2-3 ნებართვას ვაწერ ხელს, მიცვალებულების საზღვარზე გასატარებლად… ძირითადში ისინი გალის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც იქ (იგულისხმება საქართველო რედ.) უსაშვოდ გადასვლა და მკურნალობა შეეძლოთ… მაგრამ როდესაც ისინი კვდებიან, მათ ნებართვა სჭირდებათ.

დიახ, არის შემთხვევები, როდესაც ნამდვილად მკურნალობონებ (იგულისხმება აფხაზების მკურნალობა ქართველი ექიმების მიერ)… ექიმებიც ხომ ამისთვის არიან… მაგრამ რა… ჩვენთან არა არიან ისეთები, რომლებიც ჩვენმა ექიმებმა გადაარჩინეს? აქ მთელი საქმე პოლიტიკაშია… ჩვენებს მკურნალობენ უფასოდ…. ადრე ითხოვდნენ, რომ მოქალაქეობა მიეღოთ… ახლა ამბობენ, რომ არ ითხოვენო… მაგრამ ეს ყველაფერი ჩათრევის პოლიტიკის ფაქიზი გათვლებია,, წერს ნადარაია.

 

სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,

კახაბერ ადამია 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი მასზე თავდასხმის ფაქტში ღარიბაშვილს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე ოდესის პროკურორად ინიშნება…