ზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში დევნილთა სამმართველოსთან იძულებით გადაადგილებული პირებმა აქცია გამართეს, სადაც იმ ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებიც ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან-ამის შესახებ იტყობინება  “თაიმერის” კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეები სიებში მათ არყოფნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ბინების გადანაწილების პროცესი არაობიექტურად წარიმართა. ისინი ხელახალი კომისიის შექმნას და ფართების სამართლიან გადანაწილებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, რომელიც ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ხვდება.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დევნილები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაპრემიერ-ლიგას სთხოვენ სპირტიანი სასმელების კომპანიებს უარი უთხრან სპონსორობაზე