ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა პრემიერს თხოვნით მიმართეს

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტების დათვალიერების შემდეგ, დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს გაესაუბრა.

როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურს ახალგაზრდებმა ზუგდიდში სპორტის სასახლის აშენების თხოვნით მიმართეს.

პრემიერის განცხადებით, რეგიონის გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივით, ზუგდიდში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტირება წელს დასრულდება. ახალგაზრდებმა რეგიონში სტუდენტური დასაქმების პროგრამების გააქტიურების სურვილი გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას სტუდენტური დასაქმების პროგრამების დამუშავება დაავალა.

მთავრობის მეთაურს კითხვა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზეც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხაიშის თითოეულ მკვიდრს ჰესის მნიშვნელობას დეტალურად განუმარტავს და ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაში დაარწმუნოს.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

banner
წინა სტატიაშილაშა მახარაძის საქმეში ბრალდებულის მიმართ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ორ დღეში გამოიტანენ
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა