ზოოპარკში დღეს აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დღეს დილით აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა.

გოგონას ცხედარი მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ნახეს. ახლობლებმა ცხედარი საათით, აქსესუარებით და ტანსაცმლით ამოიცნეს.

ლიზა ზარანდია თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა.

ლიზა და ინდირა ზარანდიები რამდენიმე დღის წინ ასევე გარდაცვლილი მზიურის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: 4 სახლი საკმაოდ ავარიულია და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.
შემდეგი სტატიააშშ-დან სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ