ზოოპარკის ტერიტორიაზე საგანგებო მობილიზაციაა

datviროგორც ამ წუთებში ,,თაიმერის,, კორესპოდენტი თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან იტყობინება, სამართალდამცავები ზოოპარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჟურნალისტებს არ უშვებენ…

,,თაიმერის,, კორესპოდენტის ცნობით, ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავების, მაშველების, მეხანძრეების ჯგუფები და სამედიცინო ბრიგადები. გამოძახებულია აგრეთვე სპეცრაზმი.

ზოოპარკის ტერიტორიაზე ისმის სროლის ხმა… გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი დასეირნობს რომელსაც სავარაუდოდ დასაძინებლად ტრანკვილიზატორი ესროლეს…

საგანგებო შტაბის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა გაქცეული ცხოველები უმოკლეს დროში განკუთვნილ ადგილზე დააბრუნონ.

banner
წინა სტატიაშიმტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა – ხალხის ევაკუაცია იწყება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს