ზიმბაბვეში კიდევ ერთი ლომი მოკლეს

ზიმბაბვეში კიდევ ერთი ლომი მოკლეს

lomiზიმბაბვეში ბრაკონიერებმა კიდევ ერთი ლომი მოკლეს მიუხედავად სკანდალისა, რომლიც ყველასთვის საყვარელი ლომის სესილის ირგვლივ ატყდა. რეიტერის ინფორმაციით, მორიგი ლომი გუშინ მოკლეს. ამასთანავე, იტყობინებიან, რომ მისი მკვლელიც უცხოელი მონადირეები გახდნენ – ამის შესახებ ინფორმაცია USA Today-ს ადგილობრივებმა ჩინოვნიკემბა მიაწოდეს.
ზოოდამცველების თქმით, დაღუული ლომი სესილს ძმად ეკუთვნის. ლომი, სახელად იერიხონი სესილის პრაიდს იცავდა, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია არ დადასტურებულა.

უფრო მეტიც, ფაუნას ადგილობრივი დამცველები ლომის დაღუპვის ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც გადამცემიდან, რომელიც მას აქვს დაყენებული, შეტყობინებები გადაადგილების შესახებ ისევ შემოდის.
ზიმბაბვეს ზოოპარკის გამორჩეული ბინადარი სესილი ამერიკელმა სტომატოლოგმა მოკლა. სტომატოლოგ პალმერის თქმით, მან არ იცოდა, რომ მის მიერ მოკლული ლომი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაცული იყო. მიუხედავად ამისა, აშშ-ში მომხდარს იმხელა რეზონანსი მოყვა, რომ ის იძულებული გახდა საკუთარი კლინიკა დაეხურა.

banner
წინა სტატიაში1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილმა ჭამა 3 კილო კაიმაღი და გახდა ცუდად