ზვიად ჯანყარაშვილი ირაკლი კორძაიას უჩივის

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას

“ქართული ოცნების” ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად ჯანყარაშვილმა ჟუნრალისტს და სასჯელაღსრულების პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლა.

საქალაქო სასამართლოში საჩივარი ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.

ზვიად ჯანყარაშვილი ჟურნალისტისგან  კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვს.

ზვიად ჯანყარაშვილი უახლოეს დღეებში სასამართლოში სარჩელის შეტანას ელისო კილაძის წინააღმდეგაც გეგმავს.

ირაკლი კორძაიამ ზვიად ჯანყარაშვილი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ბიზნესმენ გია უდესიანის მფარველობაში დაადანაშაულა. კორძაიას თქმით, უდესიანის შესახებ არსებობს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ ის მრავალპროფილიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, თუმცა, არ არსებობს გამოძიება, რადგან უდესიანს ნაცვლიშვილი და ჯანყარაშვილი მფარველობენ.

banner
წინა სტატიაშიამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიის საწინააღმდეგო ადრეული შეტყობინების დანაგდარები განთავსდება
შემდეგი სტატიათბილისის მერია მოსახლეობას უფასო სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს