ზვიად ქორიძე: მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმების იდეას მიესალმება. ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია და ეს საზოგადოების აქტიური ჩართვით უნდა მოხდეს.

„ეს პროცესი იქნება მიმართული იქითკენ, რომ კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს მიდგომა მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება, ერთი მხრივ, მსჯავრდებულთა ინტერესები და მეორე მხრივ, საზოგადოების ინტერესები,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების კომისია შვიდი წევრისგან შედგება და ის დაკომპლექტებულია საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები ადგილობრივ საბჭოებზე გადანაწილდება – სწორედ ამ საბჭოების მიერ განხილულ საქმეებზე იღებდა გადაწყვეტილებას გათავისუფლების შესახებ აღნიშნული კომისია.

banner
წინა სტატიაში“უდოს” კომისია უქმდება
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე ავღანეთში გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა