ზვიად სიჭინავა სუპერ თასის ბილეთების გაყიდვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“ამ დროისთვის სუპერ თასის მატჩზე დასასწრები 2 ათას 300 ბილეთია გაყიდული”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა.

მისი თქმით ბილეთების გაყიდვა ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა როგორც ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს ტემპი დაბალია და ასე თუ გაგრძელდა შესაძლოა ყველა ბილეთის გაყიდვა დღეს ვერ მოხერხდეს.

ზვიად სიჭინავას განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ყველა ბილეთი დღეს ვერ გაიყიდება ეს პროცესი სავარაუდოდ შემდეგ კვირა დღეს გაგრძელდება.

დღეს კი ბილეთების გაყიდვა 21:00 საათზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის სუპერთასის ბილეთებიდან გასაყიდი 19 520 ბილეთი დარჩა
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიღებულია