ზვიად სიჭინავამ და რევაზ არველაძემ უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინისგან წერილი მიიღეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ, უეფა-ს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინისაგან წერილი მიიღეს.
წერილში პლატინი აცხადებს, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობისაც აპირებს, ქართული მხარის მხარდაჭერის იმედი აქვს. აღნიშნული წერილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:

“თაიმერი” წერილს უცვლელად გთავაზობთ: “მინდოდა, თქვენ, ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის ლიდერებს გცოდნოდათ პირველ რიგში ეს. ცხოვრებაში არსებობს პერიოდი, როდესაც თავად უნდა განსაზღვროთ საკუთარი ბედი. მე მსგავსი გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავარ, რომელიც ფიფა-ს მომავალს უკავშირდება. 50 წელზე მეტია, ჩემი ცხოვრება ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებს. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი გატაცება და კვლავ ჩემს მოტივაციას და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. როდესაც ვიყავი ფეხბურთელი და შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთი თამაშის მასტიმულირებელი მოედანი იყო. სხვადასხვა სამსახურები, რომელსაც მე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ფიფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში და უეფა-ში ვიკავებდი, პასუხისმგებლობის ადგილად იქცა. ეს დამეხმარა, გავზრდილიყავი და მოვმწიფებულიყავი, მომცა ყველაფერი, რისი სურვილიც მქონდა, როგორც მოთამაშეს და წლების განმალობაში დამეხმარა, გავმხდარიყავი სრულყოფილი მამაკაცი და პასუხისმგებლიანი ლიდერი.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ფიფა-ს მხოლოდ ორი პრეზიდენტი ჰყავდა. ეს ექსტრემალური სტაბილურობა მსოფლიოში რაღაც პარადოქსს წარმოადგენს, რამაც რადიკალური ძვრები გამოსცადა და სპორტში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. თუმცა, ბოლო მოვლენებმა მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი მმართველი ორგანო იძულებული გახადა, ახალი ფურცელი გადაეშალა და მმართველობაზე ხელახლა დაეწყო ფიქრი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე ვიცავდი ჩემს იდეებს და წინადადებებს ფიფა-სთვის ღირსების და იმ პოზიციიის დაბრუნების შესახებ, რასაც ის იმსახურებს. ფიფა-ს პრეზიდენტის ადგილის ვაკანსიამ და 2016 წლის 26 თებერვალს დანიშნულმა ფიფა-ს საარჩევნო კონგრესმა მომცა შესაძლებლობა სიტყვები ქმედებად ვაქციო. მე არ ვიქნები მორცხვი ამის გაკეთებისას.
ეს იყო პირადი და ფრთხილი გადაწყვეტილება, რომლითაც მე ფეხბურთის მომავალი ჩემს საკუთარ მომავალთან ერთად შევაფასე. მე ასევე ვიხელმძღვანელე იმ პატივისცემით, მხარდაჭერითა და წახალისებით, რაც ბევრმა თქვენგანმა მაჩვენეთ.
როგორც უეფა-ს პრეზიდენტი, ევროპა გაერთიანების გზაზე დავაყენე. მე მივეცი ყველა ეროვნულ ფედერაციას – დიდს თუ პატარას – ის ადგილი, რასაც იმსახურებენ. ახლა მე მივისწრაფი იმისკენ, რომ იგივე მსოფლიო დონეზეც გავაკეთო, რათა მივცე ყველა საფეხბურთო ფედერაციებს საერთო მოტივი. ჩემი სურვილია ყველა კონფედერაციის ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება: მსოფლიო ფეხბურთის გაერთიანება, ყველას მოსმენა და მსოფლიოში მრავალფეროვანი თამაშების პატივისცემა.
მე ამ კანდიდატურას ვიღებ არა მხოლოდ ენთუზიაზმით და დარწმუნებით, არამედ იმათი თავმდამბლობით, რომლებმაც იციან, რომ ვერ მიაღწევენ წარმატებას მარტო. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ფეხბურთისადმი ჩვენი საერთო სიყვარულის, ერთად ჩვენ შევძლებთ, მივცეთ ათობით მილიონი ფეხბურთის გულშემატკივარი ფიფა-ს: ფიფას, რომელიც არის სანიმუშო, ერთიანი და სოლიდარული, ფიფა, რომელსაც პატივს სცემენ და მოსწონთ.
გარწმუნებთ, რომ ვიმუშავებ დაუღალავად ფეხბურთის ინტერესების შესაბამისად”, – ნათქვამია პლატინის წერილში.

banner
წინა სტატიაშითემურ ჭყონია: ეს ყველაფერი არის მოსახლეობის ბრალი
შემდეგი სტატიამობილური თამაშის Angry Birds გაგრძელება გამოვიდა