ზვიად კვაჭანტირაძე – პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დებატების ფორმატში არ უნდა წარიმართოს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დებატების ფორმატში არ უნდა წარიმართოს.
“პრეზიდენტი დღეს სხვა ფუნქციებით მოქმედებს. შეიძლება პოლიტიკური დებატები პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მოჰყვეს, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლაზე დებატების გამართვა საჭიროდ არ მიმაჩნია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყების წინ აღინიშნა, განხილვის ერთ-ერთი თემა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის ფორმატი იქნება. ფრაქციის წევრები პარლამენტში განსახილველ საკითხებზე პოზიციების შეჯერებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია