ზვიად კვაჭანტირაძე არმაზ ახვლედიანისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება

ზვიად კვაჭანტირაძე პარტიის პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას “მკვახეს და უადგილოს “უწოდებს. მისი თქმით ახვლედიანმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას მსგავსი განცხადებების გაკეთებით და უნდა გაირკვეს რამ აიძულა ის გაეკეთებინა ამ შინაარსის კომენტარი.

უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე კი წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატურაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. თუმცა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი მხარს არ დაუჭერს კანდიდატურას, სანქციებზე საუბარი გადაჭარბებულია.

ახვლედიანსა და ხუნდაძეს შორის გამართულ საჯარო დისკუსიებს მიუღებლად მიიჩნევს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ეს პროცესი პარტიის და ქვეყნის ინტერესებს ავნებს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მართლაც მიიღეს მითითებები იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ფრაქციებს უნდა ჰქონდეთ წინასწარ შეთანხმებული პოზიცია.

banner
წინა სტატიაშირუსული ბაზების მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველების გასახლება ხდება
შემდეგი სტატიასოსო ცინცაძე: კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დაშლილია