ზვიად გობეჯიშვილი: პრემიერმა შანსი დაკარგა!

gobejბაქო 2015 – პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
მიღებას სხვა ქვეყნების პირველ პირებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომასალიდან ირკვევა, ვახშამზე ღარიბაშვილსა და პუტინს ორი სკამი ჰყოფს ერთმანეთისგან.
ამ ფაქტს „რეფორმატორების“ გენერალური მდივანი ზვიად გობეჯიშვილი ეხმიანება.
-„ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი, ეს ბუნებრივია, რადგან ბევრისთვის რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, თვით პერსონა, მიუღებელია და სწორი პოზიციაა, (ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანისა და ტკივილის გამო) ამიტომ პრემიერს ქმედებას უწონებს. ხოლო მეორე ნაწილი, საქართველოს პრემიერის ამ ქმედებით უკმაყოფილოა. მე მინდა, ჩემი აზრი გამოვქთვა ამ საკითხთან დაკავშირებით და შევახსენო საქართველოს პრემიერ – მინისტრს, რომ მას ლეგიტიმაცია ქართულმა საზოგადოებამ მისცა არა იმიტომ, რომ თავისი პირადი (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. ალბათ პრემიერი გააკეთებს განმარტებას) უპატივცემლობა გამოეჩინა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, არამედ მისცა იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივად მიუდგეს საკითხებს და გადაწყვეტილებები მიიღოს პოლიტიკურად გამართული და ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.
მინდა შევახსენო პრემიერსაც და ყველას, რომ ამ ტიპის არაფორმალურ შეხვედრებზე, ბევრად მეტი რეზულტატების მიღება ხერხდება , ვიდრე ოფიციალურ შეხვედრებზე და პრემიერს ქონდა (ჩემი აზრით) უნიკალური შანსი, პირდაპირ, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე გასაუბრებოდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფალს. ასეთი შეხვედრის შანსს, არცერთი სხვა ქვეყნის მეთაური ხელიდან არ გაუშვებდა!!!!“-ამბობს „თაიმერთან“ გობეჯიშვილი

banner
წინა სტატიაშინემცოვის ქალიშვილმა ფონდი დააარსა
შემდეგი სტატიაქეცბაიას წასვლით ქეცბაიას ტანჯვა დასრულდა და არა საქართველოს ნაკრების