ზატულინმა თურქეთს აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდა (VIDEO)

დსთ-ს წევრი ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი თურქეთს აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდებს…
19 ივნის სოხუმში გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში, რუსეთის, აფხაზეთის და თურქეთის ურთიერთობების მიმოხილვისას კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ ყველა ნეგატიური შედეგი აფხაზეთის აღიარებისა, რუსეთმა აიღო თავის თავზე და დღეისთვის დაკავებულია აფხაზეთის საზღვრების დაცვით, უწევს რესპუბლიკას ეკონომიკურ დახმარებას და ქვეყნებს შორის მოქმედებს ხელშეკრულებები, დიპლომატიური ურთიერთობები.
,,თურქეთიც ასევე დაიტერესებულია აფხაზეთთან კარგი ურთიერთობების განვითარებით… თურქეთმა უბრალოდ უნდა აიღოს ვალდებულების ნაწილი თავის თავზე. თუ თქვენ ასე ძალიან გინდათ აფხაზეთთან ურთიერთობა, აღიარეთ ის ბოლოს და ბოლოს… და დაანებეთ თავი ამ თამაშს,, განაცხადა ზატულინმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი უნიკალური ქვეყანაა იმ როლითაც, რომელმაც თურქეთი და რუსეთი უნდა დაახლოვოს.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე თანხმობა განაცხადა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ