ზარალის ოდენობამ 3 მილიონ ლარს მიაღწია

ზარალის ოდენობამ ამ დროისთვის 3 მილიონ ლარს მიაღწია.

ზარალის ოდენობამ ამ დროისთვის 3 მილიონ ლარს მიაღწია.ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოში. კომბინატი ერთ-ერთია, რომელიც სტიქიის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა.

საწარმოს მხოლოდ დაზიანებული შენობა დარჩა – სტიქიამ 80 ტონამდე პროდუქტი მთლიანდ გაანადგურა. სვანიძის ქუჩაზე მდებარე ქარხნიდან გატანილ გაფუჭებულ ხორცს ქალაქგარეთ მარხავენ. პროდუქტების გარდა წყლისგან დაზიანდა საწარმოს დანადგარებიც. ხორცის გადასამუშავებელი და დასამზადებელი რამდენიმე უახლესი აპარატი, ნახევრად ისევ შლამშია ჩარჩენილი. ზარალის ოდენობამ ამ დროისთვის 3 მილიონ ლარს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს
შემდეგი სტატიაჯორჯ სოროსი: ევროპა ჯეროვნად ვერ აფასებს უკრაინას