ზაზა ხატიაშვილი: ეს არის მართლა სიბინძურე ადვოკატთან მიმართებით

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ინციდენტი მოხდა ადვოკატ ალექსანდრე ზუბიაშვილსა და მანდატურს შორის.

როგორც ალექსანდრე ზუბიაშვილის მეგობარი აცხადებს, მანდატურმა მას ხელი დაარტყა და სასამართლოს დარბაზში შეიყვანა, მიზეზად კი ავტომობილით სწრაფად შემოსვლა დაასახელა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მანდატურმა ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა.

ზაზა ხატიაშვილი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მსგავსი შემთხვევები ხშირია.

„ეს არის მართლა სიბინძურე ადვოკატთან მიმართებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ამ საქმის ეფექტური გამოძიება, ამოღებული უნდა იქნეს ვიდეომტკიცებულებები. მე დავურეკე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იქნება გარანტი იმისა, რომ ჩატარდეს ამ საქმის ეფექტური და სამართლიანი რეაგირება,” – განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

ამ თემაზე სასამართლოს განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2275 ლარია