ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც“ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება ამ დროისთვის უნდა იყოს ზუსტად ყურადღების ცენტრში, თუ როგორ ვითარდება რუსთავი 2-ის გარშემო მოვლენები. სწორედ მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ ის დარტყმები, რომელსაც ვიღებთ დღეისათვის,” – განაცხადა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე  თქმით, მოსალოდნელია კიდევ სხვა სახის დარტყმებიც, რის შესახებაც ტელეწამყვანმა შეხვედრაზე ისაუბრა.

“მე როგორც ჟურნალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში, ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც. ეს შესაძლოა იყოს ჟურნალისტების გადაბირება, დიდი ფულის შემოსვლის მცდელობა ტელეკომპანიაში. ასეთი მცდელობები იყო ადრეც, თუმცა ავირიდეთ წარმატებით და დარწმუნებული ვარ კიდევ ავირიდებთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კარგად მოქმედებს და ჟურნალისტები ამას კარგად გრძნობენ, როდესაც ასეთი პერმანენტული დარტყმები ხორციელდება მედიაზე, ჟურნალისტებში გარკვეული თვითცენზურა ყალიბდება, როგორც საწინააღმდეგო რეაქცია ამ დარტყმებზე, თუმცა მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი 2 წარმატებით გადალახავს მორიგ შეტევას,” – განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიაანზორ ჭითანავა:ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება