“ვშიშობ, დღეს დაფიქსირებული ლარის საგანგაშო კუსი არაა საბოლოო და ლარის ვარდნა გაგრძელდება”

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ლარის კურსის დღეს დაფიქსირებულ ნიშნულს საგანგაშოს უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან სამწუხარო რეალობას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და სამწუხაროდ, ტენდენცია არის მზარდი, მხედველობაში მაქვს დღეს დაფიქსირებული ლარის კურსი. მიუხედავად იმ პროგნოზებისა, რაც ხელისუფლებისაგან ისმოდა, რომ ძალიან მალე ლარის კურსის დასტაბილურება მოხდებოდა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ლარი კვლავ დაეცა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების და მთავრობის რეაქცია და პოლიტიკა ლართან დაკავშირებით არის აბსოლუტურად არასწორი და ეს მართლაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

„ვითარება ძალიან საგანგაშოა. ვშიშობ, რომ დღევანდელი ნიშნულიც არ არის ბოლო ზღვარი, ლარის ვარდნა გაგრძელდება, რაც ქვეყანას და უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მთავრობას არა აქვს სამწუხაროდ, შესაძლებლობა, რეალური არც უნარი და არც კომპეტენცია, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ეს ნამდვილად ძალიან საგანგაშოა და ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახლავთ“, -განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში“მემგონი მათ ავიწყდებათ თავიანთი მოვალეობა”-ეკა ხერხეულიძე უმრავლესობის დეპუტატებზე
შემდეგი სტატია“ნამდვილად არ ვაპირებ კვლევებში დაფიქსირებულ ციფრებთან დაკავშირებით სერიოზულად საუბარს”