ვოლსკი: საგარეჯოსა და მარტვილის დეპუტატობის კანდიდატების ,,შორთ ლისთი” განსაზღვრულია

საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში წარსადგენ დეპუტატობის კანდიდატებზე მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. როგორც  უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რამდენიმე კანდიდატურა იხილება როგორც მარტვილში, ასევე საგარეჯოში და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. დეპუტატის ცნობით, განსახილველი კანდიდატები ადგილობრივი პირები არიან.
“უკვე განსაზღვრულია კანდიდატთა “შორთ ლისთი”. სამი საგარეჯოელია, სამიც – მარტვილელი. ვინ შეირჩევა მათ შორის, ეს პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე გადაწყდება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ვოლსკიმ.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არა ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

banner
წინა სტატიაში2 თვე თბილისის ტრაგედიიდან – უწყებათაშორისი კომისია გასვლით სხდომას მართავს
შემდეგი სტატიასოფელ კირბალიდან 36 წლის მამაკაცი გაიტაცეს