ვოლსკი: ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ “‘პოლიტიკურად ანგიჟირებული” გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს “იმ გუნდის წევრობა ავალებს, საიდანაც მოდის”.
“მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რადგან საკონსტიტუციო დარღვევებთან დაკავშირებით აქამდე არც ერთ იურისტს არ გაუკეთებია განცხადება, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედულნი ამ საკითხში. იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომლის მიმართაც არასდროს ჰქონიათ რაიმე შენიშვნა. ვფიქრობ, ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. შეიძლება მწვავე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს”, განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური”
შემდეგი სტატია“მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე 118-ე მუხლით მიმდინარეობს”, – შსს