ვლადიმირ პუტინი: ჩვენ იმპერიის აღდგენას არ ვაპირებთ

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთს „იმპერიული ამბიციები არა აქვს.“
„ჩვენ არ ვაპირებთ იმპერიის აღდგენას. ჩვენ ასეთი მიზნები არ გვაქვს, რაშიც მუდმივად ბრალს გვდებენ“ – თქვა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა იმ რუსების ღირსეული ცხოვრება უნდა უზრუნველყოს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში. მინდა ხაზი გავუსვა: „ჩვენ იმპერიის აღდგენის მიზანი არ გვაქვს, ჩვენ იმპერიული ამბიციები არ გაგვაჩნია, მაგრამ ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფად, მათ შორის იმ რუსებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ან ჩვენთან ახლოს დსთ-ს ქვეყნებში, ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება და თანამშრომლობა მოვახდინოთ“ – თქვა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაში“ამ კანიბალიზმის შორიდან ყურება დანაშაულია“ – შალვა ნათელაშვილი ასირიელ ბავშვებზე
შემდეგი სტატიაიაპონია რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდილ აქტიურობაზე ლაპარაკობს