ვლადიმირ პუტინის განცხადება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

რამდენიმე საათის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის კონფლიქტით თავის სრულად დატვირთვას არ აპირებს – ამის შესახებ ცნობას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს და სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული.”ეს არის როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე შიდაპოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება, რაც მასში უცერემონიოდ ჩარევის შედეგად გამწვავდა” – განაცხადა რუსეთის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე.

“ჩვენი მოქმედებები მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოხდება. პირველ ყოვლისა, ჩვენ სირიის სახელმწიფო არმიას ვუჭერთ მხარს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე, მხარდაჭერა მხოლოდდამხოლოდ ჰაერიდან განხორციელდება” – განაცხადა რუსეთის პრეზიდეტმა.
მესამე ფაქტორი, რასაც პუტინმა ხაზი გაუსვა, არის ის, რომ მათი მხარდაჭერა დროში მკაცრად იქნება შეზღუდული. “რუსეთის კონფლიქტში მონაწილეობა სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე ხდება” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი იმედს იტოვებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კონფლიქტის მოგვარებას შეძლებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ავიაცია ისლამურ სახელმწიფოს ბომბავს (ვიდეო)
შემდეგი სტატია28 ათასი ლარი- დავით საგანელიძის ხელფასი და ოპოზიციის კრიტიკა