ვლადიმერ პუტინს, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინულმა დელეგაციამ უკრაინის დაცხრილული დროშა გაუშალა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, მის მოპირდაპირედ უკრაინის დელეგაციამ უკრაინის დაცხრილული დროშა გაშალა. ამის შესახებ “თვითერის” საკუთარ გვერდზე გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა დაწერა.
“ჩვენი დელეგაცია ამხანაგ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდა. აივანზე, მის წინ ილოვაისკიდან წამოღებული დროშა გაიშალა! დაე, დაინახოს!”, – დაწერა სერგეევმა.
ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ ის დარბაზი დატოვა, სადაც გენერალური ასამბლეის სესია იმართება.

banner
წინა სტატიაშიაგარაკიდან საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო “თაიმერის” ექსკლუზიურ ინტერვიუზე და ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალზე განცხადებას ავრცელებს