ვლადიმერ პუტინი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებად სოჭის ოლიმპიადას და “ყირიმის შემოერთებას” მიიჩნევს

პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “პირდაპირი ხაზი” გასული წლის შეჯამებით დაიწყო. მისი თქმით, 2014 წლის მთავარი მოვლენები რუსეთისთვის “ყირიმის შემოერთება” და სოჭის ოლიმპიადა იყო. ამას გარდა, პუტინის განცხადებით, რუსეთში მშპ 0,6 პროცენტით გაიზარდა. ნავთობის წარმოებამ კი რეკორდულ მაჩვენებელს – 525 მილიონ ტონას მიაღწია.
მისივე თქმით, რუსეთის მთავრობამ მოახერხა ინფლაციის დონის ზრდის შეჩერება.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთში ამ კუთხით კატასტროფული ვითარება არ არის. ვლადიმერ პუტინს ერთი კვირის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გაუგზავნა კითხვა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, კითხვების უმრავლესობა ძირითადად ანაზღაურებას, გაზრდილი გადასახადებს, ვალუტის კურსს, საპენსიო რეფორმასა და კომუნალური მომსახურებების კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნას დაესწრო
შემდეგი სტატიალაგოდეხში მკვლელობის ბრალდებით ნასამართლევი პირი დააკავეს