ვლადიმერ პუტინი – პოროშენკოსთან შევთანხმდი, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “ნორმანდიულ ოთხეულის” შეხვედრის შედეგად, მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის საკონტაქტო ჯგუფის დოკუმენტს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მინსკში ასევე შეუთანხმდა პოროშენკოს, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უფლებები.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე – “თავისუფალი დემოკრატები” ძალიან ბევრ რამეზე უსაფუძვლოდ საუბრობენ
შემდეგი სტატიაპოროშენკო მინსკში პირველ შედეგებს ითვლის