ვიქტორ დოლიძე რიგის სამიტს დაესწრება

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრება.
პარლამენტის ინფორმაციით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა, ვიქტორ დოლიძემ და ჰეიდი ჰაუტალამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას, აგრეთვე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს რიგის სამიტისადმი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმართვა წარუდგინეს.
“ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული საკმაოდ დიდი გამოწვევებისა, სამიტი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში”, – წერია მიმართვაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 22 მაისს გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე ვიქტორ დოლიძის სიტყვით გამოსვლაა გათვალისწინებული, სადაც იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე, ასოცირებული ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მისწრაფებებზე, მათ ევროპულ პერსპექტივაზე და საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
მანამდე, 21 მაისს ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციას: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციას: “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება: არსებული გამოწვევები და სამომავლო სცენარები”. დაესწრება.
ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის მოვალეობას 2015 წლის 19 მარტიდან ასრულებს. იგი ამ პოსტზე ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალში მონაწილეობს
შემდეგი სტატიამცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყალი თითქმის ორჯერ გაუძვირდათ