ვინ მმართავს ქვეყანას?–პრეზიდენტის პასუხი “პოლიტარტს”

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

პრეზიდენტი თსუ-ის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსროგორც გიორგი მარგველაშვილმა “არტარეას” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტარტში” სტუმრობისას განაცხადა, არასდროს უთქვამს, მოუნდება თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა, რადგან როგორც პოლიტიკოსს, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არასწორად მიაჩნია.

“არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სწორი ამაზე კომენტარი გავაკეთო. რომ ვფიქრობდე – არასწორია, რომ არ ვფიქრობდე – არასწორია. შესაბამისად, აქ როგორც პოლიტიკოსი მივდევ იმ კანონებს, რომლითაც ვმოქმედებთ. ჩვენ ხომ ვმოქმედებთ ამ პოლიტიკურ რეალობაში, სივრცეში, სადაც მედია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბუნებრივია ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს და ბუნებრივია, არც გავაკეთებ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ მართავს ქვეყანას, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს საქართველოს მთავრობა და კოალიცია “ქართული ოცნება”, როგორც არჩევნებში გამარჯვებული ძალა,რომელიც ყველა გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი.
“მაგარმ ვის ააქვს გავლენა ქვეყნის მართვაზე ეს სხვა საკითხია”–აცხადებს იგი

banner
წინა სტატიაშიარ ვეჩვევი და არ ვარ შეჩვეული ჭორაობას–გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიამე ვარ საზოგადოების ინტერესების დამცველი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეების გამტარებელი