ვინ გაუგზავნა ლადო ბედუკაძეს 40.000 დოლარი მოსკოვიდან და სად ინახება ჩეკები: “ქრონიკა+”-ის სკანდალური ჩანაწერი

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

https://youtu.be/Zo68_RWyPLs“ქრონიკა+”-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ გავრცელებული სკანდალურ აუდიოჩანაწერი ისევ აქტუალურია.ჩანაწერში ერთმანეთს ბელგიაში მყოფი ყოფილი სამხედრო ჩინოსანი ვიქტორ ჭელიძე და მოსკოვში მცხოვრები ქართველი ზაზა გაბედავა ესაუბრებიან.ჩანაწერი რამდენი თვის წინ გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”–ში.

“ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო”, – ასე ჰქვია სტატიას აუდიოჩანაწერით, რომელიც “ქრონიკა+”-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სკანდალური “ციხის კადრების” ავტორი ლადო ბედუკაძე ბელგიაში ყოფნის დროს დაფინანსებას მოსკოვიდან, კერძოდ, ალექსანდრე ებრალიძისგან იღებდა და ამ ფაქტის დამადასტურებელი ჩეკები, ასევე ბელგიაში ემიგრაციაში მყოფ იგორ გიორგაძის ყოფილ თანაშემწესთან მარინა ბარბაქაძესთან ინახება.

ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას სატელეფონო საუბრის სტენოგრამა

ვ.ჭ. მე მომისმინე. თქვენზე რომ გეუბნები, შენზე კი არ ვიძახი. იმ ხალხზე ვიძახი, ვისზეც წეღან ვლაპარაკობდით: ხომერიკზე მელაძეზე და მაგათზე.

ზ.გ. ხომერიკი რა ჩემი ძმაკაცი ნახე? ხომერიკი არის აგენტი, „ბლიაძ“. ხომერიკი აკეთებს კრემლის საქმეს, ის ძმაკაცი რომ ყავთ კიდევ აქ, სამცხე-ჯავახეთის ისა, პიდარასტი სომეხი.

ვ.ჭ. მაგას ვლაპარაკობ მეც, ვერ გამიგე სწორად.

ზ.გ. ხომერიკს „ვეჩერი“ ქონდა აქ ახლახანს. ზვიად გამსახურდიას დროშა და სურათი გავშალე, იცი? აი, გამოგიგზავნი ფოტოს თუ გინდა, გადაირია ხომერიკი, _ ეს რად გვინდაო? იქ იყვნენ დავითაია და სუყველა ჟურნალისტები. რომ იცოდე, ზაზა და სუყველა იქ იყო. ზაზასთან მეგობრობდა ლადო და ზაზა ხომერიკს „უდაკლადებდა“ ყველაფერს, რომ იცოდე.

ვ.ჭ. ვიცი, „ბრატ“, ზაზა და „ჩერეზ“ ბლადაძე. ესენი, აბა, მე რას ვიძახი? აქ მარინა ბარბაქაძემ მითხრა, „ბრატ“, მაგას აქვს ის ჩეკები.

ზ.გ. ლადო ახლა პოლიტიკურად ბეცია, მაგან არ იცის პოლიტიკა, სიმონ. მაგი იყო ციხის თანამშრომელი და მორჩა.

ვ.ჭ. მე გეუბნები შენ, აი, ამ მარინა ბარბაქაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, „ბრატ“. ესენი უგზავნიდნენ აქ, ერთი 15000 დოლარის, მეორე 25000, ხომერიკის გამოგზავნილი ფულები, „ბრატ“.

ზ.გ. სადა აქვს, ბიჭო, ხომერიკს ფული? ფული არა ისა…

ვ.ჭ. ამათ აქვთ მაგის ჩეკები, „ბრატ“.

ზ.გ. ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო. ხომერიკი მეტროთი დადის, მანეთი არა აქვს, ყ**ამოგდებული დადის აქ.
ვ.ჭ. ებრალიძეა თუ ვინ არის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, „ბრატ“. მე ხომ არ ვიცი, ვინ რა არის”.

ორი სკანდალური ფარული ჩანაწერის სრული ვერსია, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან ვლადიმერ ხომერიკი და ზაზა გაბედავა „ქრონიკა +“-ის ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები