ვინ გამოაშკარავა ობამას, პუტინის, მერკელის და სხვა ლიდერების პირადი მონაცემები?

ავსტრალიის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელმა, შეცდომით, გამოაშკარავა G20 სამიტის მონაწილეების პირადი მონაცემები, მათ შორის ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და ვლადიმერ პუტინის, ასევე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის. საინფორმაციო სააგენტო

ავსტრალიის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელმა, შეცდომით, გამოაშკარავა G20 სამიტის მონაწილეების პირადი მონაცემები, მათ შორის ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და ვლადიმერ პუტინის, ასევე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის.

საინფორმაციო სააგენტო “Meduza” -ს თანახმად, წერილი, რომელშიც მოცემული იყო მსოფლიო ლიდერების პირადი მონაცემები, გადაეგზავნა აზიის საფეხბურთო თასის ორგანიზატორებს.
შეტყობინებაში პოლიტიკოსების პასპორტების და ვიზის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი, რომლებიც 2014 წლის ნოემბერში ავსტრალიის ქალაქ ბისბენში G20 სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

მიგრაციის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, წერილის გადაგზავნის დროს, შეცდომით, არასწორი მისამართი მიუთითა საფოსტო პროგრამა Outlook -ში.
ჯამში, 31 მონაწილის პირადი მონაცემები იქნა გადაგზავნილი, მათ შორის პრეზიდენტების, პრემიე-მინისტრების და სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნების.

აზიის საფეხბურთო თასის ოტგანიზატორებმა ეს „უხერხული“ წერილი საპოსტო ყუთიდან წაშალეს.
ავსტრალიის ხელისუფლება მონაცემების გამოაშკარავებას გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიბაზიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდეს
შემდეგი სტატიავანუატუ და რუსეთი უვიზო მიმოსვლას გეგმავენ