ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას–ნიკა რურუა

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუასაზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” წევრი ნიკა რურუა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესს აკრიტიკებს. რურუა აცხადებს, რომ დაირღვა განსაზღვრული ფორმატი და მასზე მხარეები უკვე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

“აბაშიძე-კარასინის ფორმატში, როგორც ვიცი, პოლიტიკური საკითხები არ უნდა განხილულიყო. ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას, ეს არის გასარკვევი. რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში, გამორიცხულია სეპარატისტული რეგიონისთვის რაღაც ეტაპზე აღიარებად არ ჩაითვალოს, ის წარმოდგენილ იქნება მხარედ, რაც დაუშვებელია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში, რუსეთი მას სამხედრო ინტერესებისთვის გამოიყენებს, ეს კარგად ნაცნობი სიტუაციაა, თუნდაც უკრაინის მაგალითზე,” – აცხადებს ნიკოლოზ რურუა.

რაც ყველაზე მთავარია, ამ რკინიგზის აღდგენის საკითხებით, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ უკონტროლო ტერიტორიებს არ მიეცეს რაღაც ლეგიტიმურობა, რადგან ის დაფიქსირდება მხარედ, რომლის იგნორირებაც არ გამოვა. ამიტომ აქ არის მილიონი ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალი, რომელიც ვერ მოგვარდება, სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე. ასე რომ ეს შეიცავს პირველ რიგში არაღიარების პოლიტიკის დამარცხების დიდ, სერიოზულ საფრთხეს და მეორე, სამხედრო საფრთხეს, ვინაიდან რუსეთი, როგორც ვიცით, რკინიგზებს იყენებს ხოლმე სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე ჩქარი საშუალება სამხედრო მომარაგებისთვის”, – განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტა იქნება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ღალატი. რურუა მიიჩნევს, რომ ამ თემის გაცოცხლება პუტინის რუსეთის ინტერესებშია და არა საქართველოს ინტერესებში, ვინაიდან ეს დაასამარებს არაღიარების პოლიტიკას და შეიძლება მსოფლიოს თვალში აფხაზეთი დე იურედაც დავკარგოთ.

banner
წინა სტატიაშიმე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში-თორნიკე შარაშენიძე
შემდეგი სტატიაშაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება