,,ვინც ფიქრობს, რომ მე შევიცვალე,,

,,თაობებს შორის ყოველთვის იყო განსხვავება, მამათა და შვილთა ბრძოლა არახალია, ძველია… მაგრამ ალბათ არასდროს იმხელა მანძილი არ ყოფილა ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს შორის, როგორიც დღესაა.

გემოვნება, მისწრაფებები, მიზანდასახულობა, პრაგმატიზმი – საერთოდ სხვა კოდია ჩვენს შვილებში, განსაკუთრებით კი ამ საუკუნეში დაბადებულებში.

13 ივნისის მერე რომ აღვფრთოვანდით და გაგვიკვირდა, ეს რა შვილები გვყოლიაო, ეს მხოლოდ მათი საქციელი იყო, ისევ ოჯახიდან და ბუნებიდან წამოსული საქციელი.

ისინი ძალიან სხვანაირები არიან, ჩვენზე ბევრად კარგები, ბევრად თავისუფლები, ბევრად კეთილები. მათ ბევრად უკეთესი წესი აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის, ძალიან გახსნილები არიან ერთმანეთთან და არ არიან ყალბები.

ჩემი შვილები 10–12 წლის წინ ძალიან პატარები იყვნენ. ამდენს ვერ ვხვდებოდი.

ეხლა, როცა გაიზარდნენ და მათთან და მათ თანატოლებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, როცა მათ საუბრებს ვისმენ ერთმანეთთან, თუნდაც ძმებს შორის, ვხვდები, რომ ძალიან ჯანმრთელი ფსიქიკის, თავისუფალი და სიყალბისგან მთლიანად დაცლილი თაობა მოდის.

ძალიან ბევრი რამე გადავაფასე და სხვანაირად დავინახე მეც.
შევეცადე მათი გადასახედიდან დამენახა ზოგიერთი რამ და ბევრ რამეში გამომივიდა.

მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილები და არ მინდა ჩვენს შორის ეს უზარმაზარი მანძილი ნაპრალად გადაიქცეს.
გავყვები ჩემს შვილებს ბოლომდე, რაღაცეებში არ დავეთანხმები, რაღაცეებს ვერ გავიგებ, მაგრამ წინ გავყვები და არა უკან გამოვქაჩავ. ისინი უკან ერთ ნაბიჯს არ გადმოდგამენ. ეს მომავლის თაობაა.

რატომ მომინდა ამის თქმა იცით?

ეგებ ყველა დავფიქრდეთ და სანამ ჩვენი შეხედულებების გამო ტანზე შემოვიხევთ ყველაფერს, ჩვენს შვილებს მოვუსმინოთ, ისინი რას ფიქრობენ, გავიგოთ. ეგებ მაშინ უკეთესად მივხვდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მომავლის გზაზე შვილებმა არ დაკარგონ ის, რაც არ უნდა დაიკარგოს, განთავისუფლდნენ იმისგან, რაც ჭაობია, რომ ჩვენს მიმართ პატივისცემა და ნდობა ჰქონდეთ და არა მხოლოდ ბიოლოგიური სიყვარული, ჩვენც რომ მათ გვერდით ვიყოთ ყოველთვის, გვერდით და არა უკან ან პირისპირ.

გავყვეთ ჩვენს შვილებს ჩვენი გამოცდილებით, გავყვეთ და არა დავუპირისპირდეთ.
მათ ჩვენ ახალ საქართველოში მივყავართ!

ეს არის ჩემი პასუხი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ მე შევიცვალე.
შვილები გაიზარდნენ და მეც მათთან ერთად,,

ირინა სარიშვილი /სოციალური ქსელი/

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ “საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში” შეხვედრა გახსნა
შემდეგი სტატია“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი”