“ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება!

"ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება!“ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება! პროკურატურამ მალე უნდა დადოს პასუხები,” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

“ოპოზიციაში ყოფნის დროს ბატონი იურა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო მებრძოლი ადამიანი. მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს. ჩემი მხრიდან მინდა, დავპირდე მათ, ვინც ეს ჩაიდინა, რომ სტრასბურგის ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის სასამართლოში დაწყებული საქმე მივა ბოლომდე და ის მემორიალი კი იდგება იქ, სადაც დგას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.

“ბატონი იურას საქმეზე დაიწყო გამოძიება და აქაც უსწრაფესად უნდა მოხდეს ყველაფრის გარკვევა და დაიდოს კონკრეტული შედეგი,”- აცხადებს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგვის ფაქტზე ახალი გარემოებები გამოვლინდა
შემდეგი სტატიამამა ილია კარტოზია მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარის ეზოში დაკრძალეს