“ვინმე თუ წავიდა თურქეთის მიმართულებით, ამას ვერ ავუკრძალავთ,” – გომელაური ქართველების სირიაში წასვლაზე

“ვინმე თუ წავიდა თურქეთის მიმართულებით, ამას ვერ ავუკრძალავთ,” – ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პანკისიდან სირიაში წასულ ქართველებზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს არ აქვს საშუალება ამა თუ იმ მოქალაქეს სადმე წასვლა აუკრძალოს. “ვინმე თუ წავიდა თურქეთის მიმართულებით, ამას ვერ ავუკრძალავთ,” – ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პანკისიდან სირიაში წასულ ქართველებზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს არ აქვს საშუალება ამა თუ იმ მოქალაქეს სადმე წასვლა აუკრძალოს. “თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან ვინმე წავა თურქეთის მიმართულებით ამას ჩვენ ვერ ავუკრძალავთ. თურქეთიდან სად წავა ესა თუ ის ადამიანი, ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს პრობლემა პანკისის ხეობაში ათწლეულებია არსებობს და დღეს არ დაწყებულა,” – აცხადებს შს მინისტრი ვახტან გომელაური. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოდან სირიაში კიდევ ორი ახალგაზრდა წავიდა მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შს მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მესაზღვრეებს არასრულწლოვანი საზღვარზე გაეპარათ. პანკისიდან სირიაში წასული ორივე ახალგაზრდა ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ში გაწევრიანდა. სოციალურ ქსელებში მათი ფოტოც გავრცელდა სადაც ისინი ამ დაჯგუფების დროშის ფონზე არიან აღბეჭდილები. “თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან ვინმე წავა თურქეთის მიმართულებით ამას ჩვენ ვერ ავუკრძალავთ. თურქეთიდან სად წავა ესა თუ ის ადამიანი, ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს პრობლემა პანკისის ხეობაში ათწლეულებია არსებობს და დღეს არ დაწყებულა,” – აცხადებს შს მინისტრი ვახტან გომელაური. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოდან სირიაში კიდევ ორი ახალგაზრდა წავიდა მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შს მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მესაზღვრეებს არასრულწლოვანი საზღვარზე გაეპარათ. პანკისიდან სირიაში წასული ორივე ახალგაზრდა ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ში გაწევრიანდა. სოციალურ ქსელებში მათი ფოტოც გავრცელდა სადაც ისინი ამ დაჯგუფების დროშის ფონზე არიან აღბეჭდილები.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის საგანგაშო, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა,” – წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე
შემდეგი სტატიამსახიობ კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ