“ვიმედოვნებთ, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” ძალიან სწრაფად შეასრულებს ვალდებულებას,“ – დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილმა

საკანალიზაციო კოლექტორი მდინარე „ვერეში“ ჩაშვების შესახებ კომენტარი გააკეთეს ცენტრალურმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის დღევანდელი მდოგმარეობით, ძირითადი მიმართულებები აღმოფხვრილია.

„რა თქმა უნდა, არის დარჩენილია რამდენიმე მიმართულება, სადაც ტექნიკურად მიდგომა ჭირდება კომპანიას. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან“ გავქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან სწრაფად შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ჩადიოდა თუ არა მანამდე მდინარში ფეკალური მასები, ინფორმაცია არ აქვს.

მათ ნაწილს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ქონიათ.

„ამას ვერ დაგიდასტურებთ, რა თქმა უნდა, ამაზე მერიის წარმომადგენლებმა უნდა გითხრან სად რა ჩადიოდა, მე არ ვიცი სად გადის კომუნიკაციები, საკანალიზაციო სისტემები და ვერ გეტყვით ამაზე ვერაფერს,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამჟამად საკანლიზაციო კოლექტორი ისევ მდინარე „ვერეშია“ და კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ახლა აპირებს მინი გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებას.

banner
წინა სტატიაშისასმელი წყლის გამოყენებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას
შემდეგი სტატია„დღის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით გაიყიდება ბილეთები“