ვიკიპედია: ერთი სტატიის დაბლოკვა მთელ საიტზე იმოქმედებს

ვიკიპედია: ერთი სტატიის დაბლოკვა მთელ საიტზე იმოქმედებს

ვიკიპედია: ერთი სტატიის დაბლოკვა მთელ საიტზე იმოქმედებსარაკომერციული პარტნიორობის “ვიკიპედია.რუ”-ს დირექტორმა ვლადიმირ მედეიკომ განაცხადა, რომ რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნარკოტიკების შესახებ გვერდის გაუქმებას შეეხება.მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებამ ზოგადად საიტზე იმოქმედა.

“ვიკიპედია” დაცულ პროტოკოლს იყენებს, რომელიც პროვაიდერებს და სხვა პირებს საშუალებას აძლევს იყოს რესურსის მომხმარებელსა და რესურსს შორის იყოს, განსაზღვროს რა გვერდებს კითხულობს ის, რა მონაცემები გადასცეს ან მიიღოს. მომხმარებელს წვდომა არ ექნება რესურსის გვერდებზე” – განაცხადა მედეიკომ “ლაპარაკობს მოსკოვის” ეთერში.
ორშაბათს რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა ოპერატორებს მიმართა, რომ რუსულენოვანი ვიკიპედიის გვერდი დაბლოკონ, სადაც ნარკოტიკებზეა ინფორმაცია განთავსებული.

რუსეთის ზედამხედველობის სამსახურში ადრე განაცხადეს, რომ ინტერნეტ-ენციკლოპედიის გვერდების დაბლოკვამ სრული ვიკიპედიის დაბლოკვა შეიძლება გამოიწვიოს HTTPS პროტოკოლის თავისებურებების გამო.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:თავისუფალი სუნთქვით ფილტვებდახეთქილო ქოცმადიდებლებო, ნამდვილად გინდათ ეს ყველაფერი???
შემდეგი სტატიანავთობი Brent-ის ფასი დღევანდელი მონაცემებით 43 დოლარამდე დაეცა