,,ვიკილიკსის,, ახალი სკანდალი

,,ვიკილიკსის,, შემქმნელმა   ჯულიან ასანჟმა რუსულ ტელეარხ “Россия-1”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იორდანია, თურქეთი და ყატარი სირიის ხელისუფლების ჩამოგდების შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.

ასანჟის განცხადებით, ამ ქვეყნებთან ერთად შეთქმულებაში აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა, რისი დამამტკიცებელი ათასობით დოკუმენტიც, მან 19 ივნისს ,,ვიკილიკსზე,, გამოაქვეყნა…

,,გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ 2012 წელს საუდის არაბეთმა ფარულ შეთანხმებას მიაღწია თურქეთთან და ყატართან ერთად სირიის ხელისუფლების დასამხობად. ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შეთანხმებაში აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთიც მონაწილეობდნენ. თუმცა ნათელი გახდა, რომ აშშ-ს მოკავშირეებმა ამ მხრივ დიდი თვითშემოქმედება გამოიჩინეს და ბოლომდე არ იყვნენ კორდინაციაში ამ ქვეყანასთან… საუდის არაბეთი ცნობილია როგორც ,,აშშ-ს ყელსაბამ შებმული ძაღლი,, ახლო აღმოსავლეთში… შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ პატრონს ძაღლი ყელსაბამით დაყავს, მაგრამ როცა ძაღლი ძალიან დიდია, მას შეუძლია ამ ყელსაბამით პატრონი თავის ნებაზე ათრიოს,, განაცხადა ასანჟმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ვიკილიკსის,, დამფუძნებელ ჯულიან ასანჟზე შვეიცარიას სექსუალური ძალადობის მუხლით საქმე აქვს აღძრული, რის გამოც ინგლისმა მისი დაპატიმრება და ექსტრადაცია განიზრახა.. თუმცა ასანჟმა ამ მოვლენას დაასწრო და ის 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, საიდანაც განაგრძნობს საკუთარი ინტერნეტ საიტით, მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტებისა და ჩანაწერების გავრცელებას.

 

banner
წინა სტატიაშიილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს
შემდეგი სტატიარა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს