ვითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მინსკის შეთანხმების ხელმოწერიდან 16 საათში

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 16 საათი გავიდა. მას შემდეგ დონბასში ძირითადად სიმშვიდეა, თუმცა ლოკალური შეტაკებები მაინც ხდება. საერთაშორისო გაერთიანება მხარეებს მინსკის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ეუთოს დამკვირვებლები დებალცევოში მოხვედრას ვერ ახერხებენ. ის ერთ–ერთი სტრატეგიული ადგილია, სადაც მისიის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის პროცესს უნდა დააკვირდნენ, თუმცა უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, სეპარატისტები მონიტორებს ქალაქში ამ დრომდე არ უშვებენ.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დილიდან სიმშვიდეა. ადგილობრივი მოსახლეობა იმედოვნებს, რომ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდება, მებრძოლები კი საწინააღმდეგოს ფიქრობენ.

მინსკის შეთანხმება ძალაში ზუსტად შუაღამეს შევიდა.

ცეცხლის შეწყვეტის პროცესის მიმდინარეობას დღეს ნორმანდიული ოთხეული ტელეფონით განიხილავს. საერთაშორისო გაერთიანება შეთანხმების დარღევის შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით იმუქრება.

მხარეებს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ ოფიციალური მოსკოვიც მოუწოდებს, რომელმაც დონბასში დღეს რიგით მე-14 ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ეს არის პირადი ბოღმა და ვიწრო პოლიტიკური იტნერესები
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას რჩევას აძლევს