ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა და შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

gariba 2 gariba 3 gariba 4ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა იყო სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს ევროკომისიის ბოლო ანგარიშით განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად გაწერილი გრაფიკი.
მთავრობა აქტიურად იმუშავებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფინალური ეტაპით გათვალისწინებული პროცედურები გეგმის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმატებულად შეფასდა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი. ასევე, ხაზი გაესვა იმ პოლიტიკური მესიჯების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგაში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებისას მიიღო და რომელთა თანახმად, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიხმაური სამხედრო ჰოსპიტალში- სოციალურად დაუცველები შენობის დაცლას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაბლატელმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროპამ მის წინააღმდეგ “სიძულვილის კომპანია” აწარმოეს