,,ვიზა-ლიბერალიცია სამშვიდობო პროცესს სერიოზულად წაახალისებს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის აზრით, ევროპასთან ვიზა-ლიბერალიცია კონფლიქტის მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ციხელაშვილის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიცია სამშვიდობო პროცესის სერიოზული წამახალისებელი იქნება.
“საქართველოს პასპორტები იქნება ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება მარტივად ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამასთან, სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტატეგია გააჩნია. ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე, ხელმისაწდომი საშუალებებით”, – განაცხადა ციხელაშვილმა პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, საქართველოს ორდინალური პასპორტის აღების შემთხვევაში, ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას შესძლებენ. გიგიაძის თქმით, ეს იქნება წამახალისებელი ფაქტორი მათთვის, მიიღონ საქართველოს პასპორტი და იმოგზაურონ ევროპაში.

banner
წინა სტატიაში“ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი, კოლექტიური გვარამია იქნება”- ხალვაში ჟურნალისტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე:”ფაშისტური გერმანიის დროს რაც ხდებოდა, წამების და სხვა ფაქტები, ეს ხელმისაწვდომი იყო”