ვიდეო–ტრაბზონში ქართველი მეძავები დააკავეს

ტრაბზონში ქართველი მეძავები დააკავესქალაქ ტრაბზონის პოლიცია მოულოდნელ რეიდებს ატარებს რესტორნებსა და სასტუმროებში, სადაც არც თუ ისე ცუდად გამოიმუშავებენ ადგილობრივი მწვანე “ჩიტები” – წერს თურქული მედია. გუშინდელმა რეიდმა პოლიციელების გაოცება შეძლო და როგორც ისინი ამბობენ, ამერიკული ჰოლივუდის ფილმი გაახსენათ.
თურქული მედიის თქმით, როცა პოლიციამ ჩომლეკჩის კვარტალში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შეიხედა, რომელზეც მათ ოპერატიული ინფორმაცის ჰონდათ მიღებული, ვერც ერთი მეძავი ვერ ნახეს.
პოლიციელებმა გულდასმით დაათვალიერეს ნომერები და რესტორანი, მაგრამ ყველაგან ცარიელი დახვდათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ტუალეტში შეიხედა, საიდანაც უცნაური ხმები გამოდიოდა. მან აღმოაჩინა, რომ უნიტაზის ჩასარეცხი საიდუმლო ოთახში გასასვლელი იყო, სადაც მეძევები კლიენტებს იღებდნენ.
დაკავებული მეძავებიდან 4 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 5 საქართველოსი, 4 – ყირგიზეთის. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან.

https://youtu.be/YAnFli0NjsU

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში ცოის დროებითი სცენა გახსნეს – დღეს მისი გარდაცვალების დღეა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადო