ვიდეო–სირიელი ამბოხებულები რუსი გენერლის დაღუპვაზე საუბრობენ

სირიელი ამბოხებულები რუსი გენერლის დაღუპვაზე საუბრობენ

YouTube-ზე დაჯგუფება ალ-იზზას თავისუფალი სირიული არმიის მეთაურთან, უფროს ლეიტენანტ მარაფ მიარატთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ერთი რუსი გენერლის დაღუპვის და სამი რუსი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ საუბრობს.

ვიდეო სირიელი ჟურნალისტის ხადი ალ-აბდულას მიერ იქნა გამოქვეყნებული.
“დასასტურებულია, დადასტურებულია, დადასტურებულია რუსი გენერლის დაღუპვის და სამი რუსი სამხედროს დაჭრის ფაქტი” – განაცხადა მიარატმა.
მისი თქმით, რუსები БМП-თი გადაადგილდებოდნან ქალაქ ტაიბატ ალ-იმამის რაიონში მორეკოსა და ჰამას შორის.

რუსეთის მხარეს ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში მინისტრები არ დაესწრნენ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანული მედია -გაზპრომი და სოკარი საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ