ვიდეო–აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან

აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან

ირინა კურუაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის ბიუროში ძლიერი წვიმის გამო, 110 გამოძახება დაფიქსირდა–ინფორმაცია ამის შესახებ შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვისაც მუშაობენ სრული შემადგენლობით. აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან.

გამოძახებები ძირითადად, პირველი სართულების დატბორვისა და გზებზე ჩარჩენილი მანქანების შესახებ შედის. დატბორილია ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ჯაფარიძის ინფორმაციით, სრულად აღჭურვილი სამაშველო მანქანები თბილისიდან და ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებიან. ასევე, აჭარის მასშტაბით არსებული სამაშველო ბრიგადები სრულად მობილიზებულია. ამასთან, ძლიერი წვიმის დროს 26 მაისის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, მელიქიშვილის, ბაგრატიონის ქუჩების ნაწილი დატბორილია. მოსახლეობის თქმით, ავტომობილებს გზებზე გადაადგილება უჭირთ. დატბორილია, ძირითადად, ის ქუჩები, სადაც სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ჯერ არ გაკეთებულა. გარდა ამისა, ბათუმში რამდენიმე უბანში ელექტოენერგია გაითიშა.

უწყების ცნობით, ბათუმში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მერია ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა