ვიდეო–აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

აფხაზეთში,ოჩამჩირედან ენგურის ხიდამდე, რკინიგზის 33-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას რუსი სამხედროები უკვე შეუდგნენ.
აფხაზეთის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად რუსეთმა თავის დროზე 4 მილიარდი რუბლი გამოყო, მიმდინარე წელს კი, აღნიშნული თანხა ორჯერ გაიზარდა, – იუწყება აფხაზური მედია.
რუსეთის მთავრობა იმედოვნებს,რომ სახელმწიფო დაფინანსების გარდა, კერძო ინვესტიციების ჩადებაც ინტენსიურად დაიწყება და აფხაზეთისთვის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება.
რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის შეიარაღებული ძალების 500 ჯარისკაცი აწარმოებს.

https://youtu.be/cb4XIariVgA

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბას პასუხი ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერი პირველად გახდა ქალი